2022 წელს საქართველოში ქატოს იმპორტი 7.5 მლნ დოლარით გაიზარდა - საიდან შემოდის პროდუქტი
2022 წელს საქართველოში ქატოს იმპორტი 1.3 მლნ აშშ დოლარიდან 8.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

მიზეზი, რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული საბაჟო გადასახადია, რის გამოც რამდენიმე თვე ყველა დიდი წისქვილი გაჩერებული იყო. ფქვილის წარმოების შეჩერებასთან ერთად კი ბუნებრივია ვეღარ ხდებოდა ქატოს, ნაცერისა და სხვა ნარჩენების წარმოებაც.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც 2022 წელს პროდუქტი ვიყიდეთ:
  • რუსეთი - 6.4 მლნ აშშ დოლარის 39 738 ტონა
  • აზერბაიჯანი - 2.4 მლნ აშშ დოლარის 13 349 ტონა
  • ფინეთი - 12.3 ათასი აშშ დოლარის 5.5 ტონა
  • თურქეთი - 9.1 ათასი აშშ დოლარის 48 ტონა
  • პოლონეთი - 1.1 ათასი აშშ დოლარის 500 კგ

მცირე რაოდენობა ასევე საქართველომ შეიძინა გერმანიასა და საფრანგეთში.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები