ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც თევზის ფქვილის ექსპორტს ახორციელებს - 2022 წელს 10 313 ტონა პროდუქტი გავიდა
წელს საქართველოდან თევზის ფქვილის ექსპორტი თევზის ექსპორტს 33-ჯერ აღემატებოდა.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს 10 313 ტონა (17,775 მლნ აშშ დოლარის) თევზის ფქვილი გავიდა, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში თევზის ექსპორტმა 304 ტონა (1,699 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის კომპანიები, რომელიც პროდუქტის ექსპორტს ახორციელებს.

შპს „აისბერგი 2“ – სამეწარმეო რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 25%-იანი წილის მფლობელი იყო ირაკლი ხახუბია (ამჟამად წილის მმართველია ირაკლი ვეკუა), 25% ეკუთვნის თენგიზ სარიშვილს, 25% - თურქეთში რეგისტრირებულ შპს „ქოფთურ ბალიქჩილიქ გიდა სანაი ნაქლიათ ვე თიჯარეთ ლიმითედ შირქეთი“, ხოლო დარჩენილი 25% - კახაბერი ლატარიას. დირექტორია - ირაკლი ვეკუა.

შპს „გეოფიშ კომპანი“ -2010 წელს დაფუძნებული კომპანიის 64%-ის მფლობელია ზემოთ ხსენებული შპს „აისბერგი 2“, 10% ეკუთვნის ალექსანდრე თავაძეს, 26% კი შპს „გუგოლპლექსი“. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის 100%-ანი წილის მფლობელია საქართველო-რუსეთის მოქალაქე მარია კოხია.

კომპანიის დირექტორია ირაკლი ვეკუა.

შპს „ზღვის პროდუქტები“ - სამეწარმეო რეესტრში კომპანია 2010 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის მფლობელი და დირექტორი დავით წიწილაშვილია.

შპს „მბმ“ - კომპანია 2011 წელს დაფუძნდა. 64%-ანი წილის მფლობელია შპს მბმ ფიშინგ, 36%-ს თურქეთში რეგისტრირებული შპს „მეის სუ ურუნლერი ავჯილიღი ვე იეთიშთირიჯილიღი თიჯარეთი“. დირექტორია როსტომი ნადირაძე. თავის მხრივ შპს მბმ ფიშინგის 69.4% ეკუთვნის მერაბ ხარაბაძეს, 15.6% ნიკოლოზ ხინჩიკაშვილს, 10% - გივი ხარაბაძეს, 5% - რატი ნოდია.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები