აშშ-მ "ვაგნერი" საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული დაქირავებული ჯგუფი „ვაგნერი“ საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა.

აშშ-ის ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტებმა ახალი სანქციები გამოაცხადეს.

ამ გადაწყვეტილებით სანქციების სიაში მოხვდნენ საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციად გამოცხადებულ ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებული პირები და ორგანიზაციები. ვაგნერს ბრალად ედება უკრაინაში რუსეთის ომში დახმარება.

ხაზინის დეპარტამენტმა გამოაცხადა დამატებითი სანქციები ვაგნერის წინააღმდეგ იმ მოტივით რომ იგი მშვიდობიან მოსახლეობას თავსესხმის ან დანაშაულში იღებს თანამონაწილეობას.

არაგეგმიური რეისების შემსრულებელი ავიაკომპანია Green Light Moscow-ი კი ვაგნერის ჯგუფის მიერ ჯარისკაცების ფრონტის ხაზზე გადაყვანაში გამოყენების გამო სიაში იქნა შეტანილი.

სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ ორგანიზაციები, რომელთა მიზანია ვაგნერის ჯგუფი იყოს ეფექტური, განსაკუთრებით აფრიკის კონტინენტზე.

Africa Politology-ს სახელწოდების პოლიტიკის მწარმოებელიუ ჯგუფი სიაში მოხვდა იმ მოტივით, რომ აწარმოებს სტრატეგიებსა და მექანიზმებს დასავლეთის ქვეყნების მიერ აფრიკის დატოვების მიზნით.

ხაზინის მინისტრმა ჯანეტ იელენმა თქვა, რომ სანქციები ხელს შეუშლის რუსეთის შესაძლებლობას მხარი დაუჭიროს ომის მანქანას.

წყარო: trt.net.tr
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები