ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 20 371 რუსული და ბელარუსული ბიზნესი დარეგისტრირდა - რა სფეროში საქმიანობენ სუბიექტები
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში რუსულ და ბელარუსულ მხარეთა მონაწილეობით ჯამში 20 371 ბიზნესი დარეგისტრირდა.

საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აქედან რუსულია 14 733, ბელარუსული - 5 358 ერთეული. დანარჩენი კი ორი ქვეყნის მოქალაქეების მიერ ერთობლივად დარეგისტრირებული ბიზნესებია, მათ შორის, საქართველო-რუსეთის, საქართველო-ბელარუსის და ა.შ.

ამასთან, 20 371 დარეგისტრირებული ბიზნესიდან 1 178 ერთეული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, 19 190 - ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 3 უცხოური საწარმოს ფილიალია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დარეგისტრირებული რუსული და ბელარუსული კომპანიების დიდი ნაწილის შემთხვევაში საქმიანობის სფერო მითითებული არ არის. მითითებულ შემთხვევებში კი, ყველაზე მეტი სუბიექტი შემდეგ სფეროებში ოპერირებს:
  • კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები - 886
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები - 327
  • საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში - 96
  • კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები - 87
  • სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა - 24
  • სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა - 19
  • სხვა განათლება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი - 16
  • რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები - 4
  • გადაზიდვის მომსახურება - 3
  • საინჟინრო საქმიანობები და მთთან დაკავშირებული ტექნიკური კონსულტირება - 2

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები