მარნეულის მერიამ უსინათლოებისთვის ხმოვანი თერმომეტრები იყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ხმოვანი თერმომეტრები შეიძინა. როგორც რადიო „მარნეულთან“ ბოლნისის, მარნეულის და დმანისის გაერთიანებული ფილიალის თავმჯდომარემ სურიკ ჩიჩიანმა აღნიშნა, მარნეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 1000 ლარით 25 ცალი ხმოვანი თერმომეტრი შეიძინეს და მკვეთრად შეზღუდულ უსინათლო პირებს გადასცეს. სიცხის საზომი 15 მოწყობილობა მარნეულში, 10 კი ბოლნისში დარიგდა. 

“ეს თერმომეტრები ტოტალურად უსინათლოებს დავურიგეთ. მე პირადად ვარ უსინათლო და ეს მოწყობილობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება სახლში მყავდეს მხედველი ადამიანი, ვინც დამეხმარება, მაგრამ შეიძლება არ მყავდეს , ამიტომ ეს პროცესი გამიადვილდება და დამოუკიდებლად გავიზომავ ტემპერატურას. ვმუშაობთ იმაზე, რომ ყველაფერი იყოს ხელმისაწვდომი შშმ პირებისათვის, რათა უფრო დამოუკიდებლები გახდნენ ავადმყოფობის დროსაც კი. თერმომეტრებისთვის თანხა მარნეულის მერიამ გამოყო და დავარიგეთ როგორც მარნეულში, ასევე ბოლნისში. შეიძლება შემდეგში ბოლნისის მერიამ გამოყოს თანხები და პირობითადდ შევიძინოთ წნევის აპარატები, ასე დარიგდება ბოლნისშიც და მარნეულშიც . დმანისელებიც არიან ჩვენი კავშირის წევრები და ერთობლივად ეს სამი რაიონი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ უსინათლოებს გავუადვილოთ ცხოვრება.“ - ამბობს სურიკ ჩიჩიანი.

სურიკ ჩიჩიანის თქმით, მათ ასევე ესაჭიროებათ ხმოვანი წნევის აპარატების, ხელჯოხების და გლუკომეტრები შეძენახ. ინიციატივით კი თვითმმართველობებს მიმართავენ.

აღსანიშნავია, რომ ხმოვანი თერმომეტრების შეძენაზე საუბარი მარნეულის მერიასთან ჯერ კიდევ გასულ წლებში დაიწყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები