ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც შუა ხნის ქვეითად მოსიარულე ქალი დაშავდა.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მომდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: ინფო რუსთავი

Print