შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და
საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის,
ტარებისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს. დანაშაულები 3-დან
9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია უკანონო
ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. კერძოდ: 4 ავტომატი, 8
ცეცხლსასროლი იარაღი, 7 მჭიდი და 360 საბრძოლო ვაზნა. ასევე,
აირხმოვანი პისტოლეტი, 2 „გეკოს” ტიპის შაშხანა და სანადირო თოფი,
“- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის,
ტარებისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 236- მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით
მიმდინარეობს.