სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლოს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა სატელეფონო საუბარი გამართეს.


აზაერბაიჯანული მედიის ცნობით, მინისტრებმა ლაჩინის გზაზე არსებული ვითარება განიხილეს.

ამასთან, საუბრის დროს ხაზი გაესვა აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების მნიშვნელობას რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ მიღწეულ სამმხრივ შეთანხმებებზე დაყრდნობით.

ამ კონტექსტში დადასტურდა, რომ რუსული მხარე მზადაა მოსკოვში უმასპინძლოს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრების მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს, რომელზედაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე იმსჯელებენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print