სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ჩაერთო: "ვითხოვ, ადეკვატურ მკურნალობას"
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი სასჯელის გადავადებისა ანდა გათავისუფლების შუამდგომლობის მორიგი სხდომა დღეს, 1 თებერვალს იმართება.

"მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა და კრეატიული... ერთადერთი რასაც ვითხოვ, მომეცეს საშუალება ადეკვატური მკურნალობის... თუ საჭიროა..."
- ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ფრაგმენტი, მისი საუბრის გარჩევა შეუძლებელი იყო, ტექნიკური პრობლემების გამო.




წყარო: radiotavisupleba.ge
Print