„საათში 7 ლარი ექიმისთვის და 4 ლარი და 40 თეთრი ექთნისთვის“ - როგორი შრომითი პირობებია კლინიკების უმრავლესობაში
„როდესაც ჩვენ ანალიზი გავაკეთეთ, ეს ეხებოდა დაახლოებით, 9 000-მდე ექთანს და 8 000-მდე ექიმს, რომელთაც ჰქონდა მინიმალური ზღვარზე (რომელიც სამინისტროს მიერ იყო დაწესებული), დაბალი შემოსავალი“,- ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

მისი თქმით, ინსპექტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ ექიმის ხელფასი საათში 7 ლარს, ხოლო ექთნის - 4,4 ლარს შეადგენს.

„ჯანდაცვის სამინისტრო არის შრომის სამინისტროც, ამიტომ, ადამიანის უფლებების დაცვა, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და შრომის ანაზღაურება, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. როგორც სამუშაო საათები, ასევე ზოგადად ანაზღაურება, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალბათ, რასაც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში თითოეული ადამიანი აკეთებს. თუმცა, როდესაც ჩვენ პრაქტიკაში ვახორციელებდით ინსპექტირებას, და ზოგადად, ამ პროცესის ანალიზი კეთდებოდა (ანალიზის გარეშეც ალბათ, ეს ბევრი ადამიანისთვის ცნობილია), განსაკუთრებით სამედიცინო სექტორში, ანუ იმ ადამიანებთან, რომელთა ხელშია ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, სამუშაო პირობები და შრომის ანაზღაურება არ იყო ადეკვატური. როდესაც ჩვენ ანალიზი გავაკეთეთ, ეს ეხებოდა დაახლოებით 9 000-მდე ექთანს და 8 000-მდე ექიმს, რომელთაც ჰქონდა მინიმალურ ზღვარზე (რომელიც სამინისტროს მიერ იყო დაწესებული), დაბალი შემოსავალი. ალბათ, საინტერესოა, რა თანხაზე იყო საუბარი, საათში 7 ლარი ექიმისთვის და 4 ლარი და 40 თეთრი ექთნისთვის.

როდესაც ამაზე ვმსჯელობდით, ჩვენ ასევე ვმართავდით დისკუსიებს, სადაც კლინიკების დიდ ნაწილში გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენთან ამაზე უფრო მაღალია ანაზღაურება, თუმცა პრაქტიკით ეს ასე არ დადასტურდა. არის რამდენიმე კლინიკა, სადაც მართლაც ყველაზე უფრო მაღალი იყო ანაზღაურება, მაგრამ პრაქტიკაში რიცხვები ალბათ, უფრო მრავლისმეტყველია“
,- განაცხადა ბექა ფერაძემ.

წყარო: BPN

Print