პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები
საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა-ჩამოსმას შეძლებენ,
– ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტაქსების რეფორმის
მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს
მუშაობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
„პირველი აპრილიდან A კატეგორიის, ანუ თეთრი ფერის
შესაბამისი მანიშნებლის მქონე ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ,
საავტობუსე ზოლში გადავიდნენ, მგზავრი აიყვანონ ან ჩამოსვან, მხოლოდ
მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ. ამ მიმართულებით ჩვენ შსს-სთან
აქტიურად ვმუშაობთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით
მოგაწვდით“, – განაცხადა კალაძემ.