თაზაქენდში სოფლის კრება მეორე ცდაზე შედგა
დღეს, 2 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ჩატარებული სოფლის კრება შედგა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელში 150 ხელმოწერა შეაგროვეს და კრების ჩატარება ლეგიტიმურად გამოაცხადეს. მოსახლეობამ მხარი დაუჭირა სოფლის შიდა გზების მოხრეშვას, რაშიც 20 000 ლარი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ თაზაქენდში სოფლის საერთო კრება დღეს განმეორებით ჩატარდა. პირველი კრება სოფელში 1 თებერვალს გაიმართა, მაგრამ შეხვედრაზე მოსახლეობის საკმარის რაოდენობა არ მივიდა. მოსახლეობის არასაკმარისი რაოდენობის გამო მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ნავრიანმა კრება ჩაშლილად გამოაცხადა.

დღეს, 2 თებერვალს, თაზაქენდში სოფლის კრებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ქალებიც და კაცებიც. მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მაია ნავერიანმა რადიო "მარნეულისათვის" კომენტარის მიცემა არ ისურვა, პირადი საუბრისას კი განაცხადა, რომ კრების დამსწრე ქალებისა და კაცების რაოდენობა ხელმოწერების დაჯამებისა და საბოლოო ოქმის შედგენის შემდეგ გახდება ცნობილი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2023 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 232 000 ლარი გამოიყო.

თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 12 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარია.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 1-დან 15 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები