სანდუ: ოპოზიციონერი ლიდერის სიკვდილამდე წამება მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც EU-ში გაწევრება სურს
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.

„ოპოზიციონერი ლიდერის სიკვდილამდე წამება მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრება სურს. სააკაშვილი უნდა გათავისუფლეს და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ“, – დაწერა მან „ტვიტერში“.


მოლდოვამ, რომელიც ასცირებული ტრიოს წევრია საქართველოსთან და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა და უკრაინასთან ერთად კანდიდატის სტატუსი მიიღო. საქართველოს შემთხვევაში მხოლოდ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარეს.

მიხეილ სააკაშვილის მდომარეობას გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკიც.

1 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. სააკაშვილი პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.

წყარო: პუბლიკა
Print