მარნეულის მერია საფოსტო მომსახურების შესყიდვას 57 481 ლარად გეგმავს
მარნეულის მერიამ საფოსტო-საკურიერო მომსახურებისათვის 57 481 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულ კომპანიას მერიასთან თანამშრომლობა ერთი წლის განმავლობაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოუწევს.

მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
  • უფასო საკურიერო მომსახურება ყოველ სამუშაო დღეს 09:00-17:00 სთ-მდე შეთანხმებული დროის მიხედვით ქალაქის მასშტაბით დამკვეთის მიერ მითითებული ლოკაციებიდან.
  • საფოსტო გზავნილების მართვისთვის განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა;
  • მომსახურების შემსყიდველი ორგანიზაციის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა, საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურებსი განყოფილების ყველა თანამშრომელზე ცალ-ცალკე
  • მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია გამოცხადდეს საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე და უზრუნველყოს საფოსტო გზავნილის წაღება არაგეგმიურად. სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული ვადის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში იმავე სამუშაო დღეს;
  • გზავნილების ჩაბარება, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს შაბათ დღესაც;
  • ადგილობრივი (საქართველოს ნებისმიერი ქალაქი და დასახლებული პუნქტი) გზავნილები უნდა ჩაბარდეს არაუმეტეს 2–5 სამუშაო დღეში, ხოლო საერთაშორისო (საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი მიმართულებით) გზავნილები არაუმეტეს 5-15 სამუშაო დღეში (დღეების ათვლა განხორციელდება გზავნილის კურიერზე გადაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს). აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. -და სხვა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ საკურიერო მომსახურებისათვის ტენდერი 1 თებერვალს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 8-10 თებერვლის პერიოდში შეეძლებათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google