A კატეგორიის ტაქსებს ლიცენზიის გაყიდვა-გაქირავება შეეძლებათ
A კატეგორიის ტაქსებს ლიცენზიის გაყიდვა-გაქირავება შეეძლებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელიც ტაქსების რეფორმის მე-3 ეტაპის დაწყებას შეეხება.

რეფორმის მე-3 ეტაპის ფარგლებში შეიქმნება:
  • შეიქმნება A კატეგორიის ტაქსებს ნებართვის ბაზარი;
  • 1-წლიანი A კატეგორიის ნებართვები გახდება უვადო;
  • დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვებით ვაჭრობა - ყიდვა/გაყიდვა, იჯარით გაცემა;
  • A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსების ბაზარზე ფიზიკური პირების გარდა შემოვლენ ასევე იურიდიული პირებიც.

წყარო: BPN
Print