თვეში რამდენ ლარს მიიჩნევენ ოჯახის უზრუნველყოფისთვის საკმარისად საქართველოში - კვლევა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, მათ ოჯახს კომფორტული ცხოვრებისთვის ყოველთვიურად 3 000 ლარამდე შემოსავალი ეყოფოდა.

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის თქმით, საკვებსა და საჭმელზე ხარჯები გასულ წლებთან შედარებით შეამცირეს.

მოსახლეობის უმრავლესობამ კი დასვენებისა და შოპინგის ხარჯები შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური სირთულეების გამო, მოსახლეობის 74% გასულ წელთან შედარებით, ნაკლებს ხარჯავს ტანსაცმელზე, 34% კი მანქანით ნაკლებად დადის.

უმრავლესობის აზრით, მათ ოჯახს კომფორტული ცხოვრებისთვის ყოველთვიურად 3000 ლარამდე შემოსავალი ეყოფოდა. ამ აზრს განსაკუთრებით თბილისელები, ახალგაზრდები და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები იზიარებენ.

ქვეყანაში არსებული სიღარიბის, უმუშევრობისა და მაღალი ფასების ფონზე, ყოველი მეხუთე გამოკითხული ქვეყნიდან წასვლას ფიქრობს.

ცნობისთვის, აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

წყარო: BPN
Print