ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ
დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად,
საქართველოს მოქალაქეები თავს დაუცველად ძირითადად ეკონომიკური
მიზეზების გამო გრძნობენ.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39% თავს დაუცველად სიღარიბის გამო
გრძნობს, 35% ინფლაციისა და მაღალი ფასების გამო, 34% - უმუშევრობის.
მხოლოდ შემდეგ მოდის კრიმინალი, ომი და ჯანდაცვის პრობლემები.
აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით
ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით
პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით).
ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს.
საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა
დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით
ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.