„ოპოზიციის ლიდერის სიკვდილამდე წამება მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელსაც EU-ში სურს“ — სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ტვიტერის პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროებასთან დაკავშირებით.

მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკიდურესად შემაშფოთებელია სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობა:

„მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესაც შემაშფოთებელია. ოპოზიციის ლიდერის სიკვდილამდე წამება მიუღებელია ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს, ევროკავშირის წევრი გახდეს. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და უცხოეთში გაემგზავროს სამკურნალოდ“ ,
- აცხადებს მაია სანდუ.


პირველ თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ერთადერთი, რასაც ითხოვს, ისაა, რომ ადეკვატური მკურნალობის საშუალება მიეცეს.

წყარო: ნეტგაზეთი

Print