საქართველოს მოქალაქეებმა დაასახელეს, რის გამო გრძნობენ თავს დაუცველად – NDI-ის კვლევა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC-საქართველოს ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები თავს დაუცველა ,გრძნობენ ძირითადად ეკონომიკური საკითხების გამო.

კერძოდ, ეკონომიკური მიზეზების გამო თავს დაუცველად ყოველი მესამე მოქალაქე გრძნობს. გამოკითხულები ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზებად, რის გამოც თავს დაუცველად გრძნობენ, ასახელებენ: სიღარიბეს(39%), ინფლაცია/მაღალ ფასებს(35%) და უმუშევრობა/სამუშაო ადგილებს(34%).



კლევის მიხედვით, მათგან, ვინც თავს დაუცველად გრძნობს, 55+ ასაკის მოქალაქეები, ამის მიზეზად ასახელებენ სიღარიბეს, ხოლო ახალგაზრდების უმეტესობა -კრიმინალს. მათგან, ვინც თავს დაუცველად გრძნობს, უმცირესობათა დასახლებებში, ამის მიზეზად ასახელებენ სამუშაო ადგილების ნაკლებობას.

ამასთან, როგორც კვლევა აჩვენებს, იმ მოქალაქეების 51%, რომელიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, თავს დაუცველად სიღარიბის გამო გრძნობს, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ოპოზიციის მხარდამჭერებში 33%-ია.



NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა. კვლევა შედგება 2 519 ინტერვიუსგან, ხოლო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია.

წყარო: ნეტგაზეთი



Print