თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან
გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 3 თებერვალს
გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის
გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით
სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს.
აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.