ოლაფ შოლცი - ომი ნატო-სა და რუსეთს შორის საშინელი მოვლენა იქნებოდა - ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მსგავსი ესკალაცია არ მოხდეს
უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა ვლადიმერ პუტინის მიერ დიდი ხნის წინ იყო ჩაფიქრებული.

ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების „საფრთხე“ კრემლისთვის მხოლოდ მიზეზი იყო, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიის ქალაქ მარბურგის მცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა.

გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ კიევსა და ბრიუსელს შორის პარტნიორობა კრემლმა გამოიყენა როგორც მიზეზი, რუსეთის ტერიტორიის ძალისმიერი გაფართოების შესახებ დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული გეგმის განსახორციელებლად. მისივე განმარტებით, ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა, შესაბამისად უკრაინის პოტენციური წევრობა ალიანსში რუსეთს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა.

„არ არის საჭირო თავის მოჩვენება, თითქოს სიტყვები: „ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით“ რამე არგუმენტია“,-
განაცხადა კანცლერმა.

ამასთან მან გერმანიის მოსახლეობა დაარწმუნა, რომ ოფიციალური ბერლინი ესკალაციას არ დაუშვებს, რომელიც ომის მთელს კონტინენტზე გავრცელებას გამოიწვევს.

„ომი ნატო-სა და რუსეთს შორის საშინელი მოვლენა იქნებოდა. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მსგავსი ესკალაცია არ მოხდეს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები