სიმინდის ფქვილი, ხახვი, კარტოფილი - რომელი პროდუქტები გაძვირდა იანვარში ყველაზე მეტად
2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.7% განისაზღვრა.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც იანვარში ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • სიმინდის ფქვილი - 83.2%
  • ხახვი - 74%
  • კარტოფილი - 54.5%
  • ნამცხვარი - 41.7%
  • საზამთრო - 38%
  • ვაფლი კრემით - 36.1%
  • მდოგვი - 35.4%
  • შესქელებული რძე - 29%
  • მწვანე ლობიო - 27%
  • კარამელი - 26.4%
წყარო: BPN

Print