კენან ომაროვის სამძიმარი თურქეთს
მარნეულის მერი კენან ომაროვი თურქეთის სახელმწიფოს სამძიმარს უცხადებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედიის გამო. თანაგრძნობას ვუცხადებ თურქეთის სახელმწიფოს და მის მოსახლეობას, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! "
- წერს კენან ომაროვი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ თურქეთისა და სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში დასახმარებლად, საქართველომ თურქეთში მაშველები და სამაშველო აღჭურვილობა გაგზავნა.

გვიან ღამით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის, ისრაელსა და ლიბანში. პირველი მიწისძვრის შემდეგ, უკვე დღეს, შუადღისას თურქეთის იმავე რეგიონში კვლავ მოხდა მიწისძვრა – 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google