მარნეულის მერი კენან ომაროვი თურქეთის სახელმწიფოს სამძიმარს
უცხადებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრით გამოწვეული
ტრაგედიის გამო. თანაგრძნობას ვუცხადებ თურქეთის სახელმწიფოს და მის
მოსახლეობას, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!
" - წერს კენან ომაროვი სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ თურქეთისა და სირიის საზღვართან მომხდარი
მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში დასახმარებლად, საქართველომ თურქეთში
მაშველები და სამაშველო აღჭურვილობა გაგზავნა.
გვიან ღამით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.8
მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის
ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის
მოშორებით იყო. მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა
იგრძნო, მათ შორის, ისრაელსა და ლიბანში. პირველი მიწისძვრის შემდეგ,
უკვე დღეს, შუადღისას თურქეთის იმავე რეგიონში კვლავ მოხდა მიწისძვრა
– 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის.