მოსამართლემ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩება.

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა. მოსამართლის თქმით, ამ პერიოდში ჩატარდა 15 სხდომა და დაიკითხა 24 მოწმე.

წყარო: ნეტგაზეთი
Print