თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 701-ს აღწევს
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2701-მდე გაიზარდა. ორივე ქვეყანაში დაშავებულთა საერთო რაოდენობა კი 13 572-ს აღწევს.

სააგენტო SANA -ს ცნობით, სირიაში დაღუპულთა რაოდენობა 1050-მდე გაიზარდა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის განცხადებით, თურქეთში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1 651-ს შეადგენს.

როგორც მედია წერს, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 11 119 ადამიანი დაშავდა, ხოლო სირიაში - 2453.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print