თურქეთში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 7-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

ერდოღანმა „ტვიტერში“ დაწერა:

„ქვეყანაში 2023 წლის 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების გამო შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა. ჩვენი დროშები დაშვებული იქნება 2023 წლის 12 თებერვალამდე, კვირამდე, მზის ჩასვლამდე, მთელ ჩვენს ქვეყანაში და უცხოურ წარმომადგენლობებში“, - დაწერა მან.

თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 1 651-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, თურქეთის 10 პროვინციაში 11 199 ადამიანი დაშავდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები