სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 600-ს აღემატება
სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 600-ს აღემატება. აქედან 812 ადამიანი ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა, 790-მდე კი მეამბოხეთა მიერ დაკავებულ მიწებზე.

ადგილობრივები შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება.

მიწისძვრის შედეგად, ყველაზე მეტი, 1 500-მდე ადამიანი ალეპოს, ლატაკიის, ჰამას, იდლიბისა და ტარტუსის პროვინციებში დაშავდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები