ხოჯალის ტრაგედიას მიწღვნილი ხატვის კონკურსი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში "ხატვის კონკურსის შესახებ ინფრმაციას ავრცელებს. კონკურსი ჯოჯალოს ტრაგედიის 31 წლისთავს ეძღვნება.

"როგორც ცნობილია, 1992 წლის 25-დან 26-ზე გადასული თებერვლის ღამე აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიაში ხოჯალის გენოციდის სახელით შევიდა.სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის დარღვევით, ჩაიდინეს გენოციდი აზერბაიჯანელების წინააღმდეგ, ყოფილი საბჭოთა არმიის ქალაქ ხანკენდში მდებარე 366-ე მოტომსროლელი პოლკის პერსონალის მონაწილეობით მძინარე ქალაქზე თავდასხმით."- წერია საელჩოს განცხადებაში
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს, ასევე 18 წლის ზევით. ორივე ასაკობრივ კატეგორიაში იქნება გამოვლენილი გამარჯვებულები.

"ვისაც აღნიშნულ თემაზე ყველაზე კრეატიული ნამუშევარი ექნება, საელჩო დააჯილდოვებს ორივე ასაკობრივ ჯგუფს (პირველი სამი ადგილის მფლობელებს)".
კონკურსის შედეგების მიხედვით, გამარჯვებულებს ჯილდოს 24 თებერვალს თბილისში მდებარე მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი გადასცემს.

"კონკურსში მონაწილე პირებმა 2023 წლის 20 თებერვლამდე თავიანთი ნამუშევრები უნდა წარადგინონ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში (მისამართი: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. 4) . კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საელჩოს შემდეგ ტელეფონზე: +995-577-60-60-06"

1992 წლის 25-დან 26-ზე გადასული თებერვლის ღამე აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიაში ხოჯალის გენოციდის სახელით შევიდა. ამ სამხედრო აგრესიის დროს მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გამოყენების შედეგად ხოჯალი განადგურდა.რამდენიმე საათში სასტიკად მოკლეს ჩვენი 613 თანამემამულე, მათ შორის 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი, ხოლო გვამებზე შეურაცხმყოფელი ქმედებები განხორციელდა.ამ ხოცვა-ჟლეტის დროს მთლიანად განადგურდა 8 ოჯახი, 25 ბავშვი ორივე მშობლებითურთ, 130-მა დაკარგა ერთი მშობელი, მძიმედ დაშავდა 487 მშვიდობიანი მოქალაქე და მძევლად აიყვანეს 1275, ხოლო 150 მძევლის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.







Print