აზერბაიჯანმა საქართველოში მინის ბოთლების ექსპორტი დაიწყო
მინის მწარმოებელმა აზერბაიჯანულმა კომპანია Glassica-მ, რომელიც დახურული სააქციო საზოგადოებაა, საქართველოში მინის ბოთლების ექსპორტი დაიწყო. ინფორმაციას სააგენტო Report ავრცელებს.

Glassica სუმგაიტის ქიმიური ინდუსტრიული პარკის რეზიდენტია, ხოლო თავად ინდუსტრიული პარკი აზერბაიჯანის ეკონომიკური ზონების განვითარების სააგენტოს დაქვემდებარებაშია.

საწყის ეტაპზე საქართველოში 3,5 ათასზე მეტი მინის ბოთლი გაიგზავნა.

Glassica სუმგაიტის ქიმიური ინდუსტრიული პარკის რეზიდენტად 2020 წლის ივლისში დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ კომპანია მინის დნობის HORN Glass Industries AG-ის გერმანულ ტექნოლოგიებს იყენებს, რომელსაც 125-წლიანი ისტორია აქვს.

ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე Glassica სხვადასხვა ტიპის ფერად ტარას (ბოთლებს) აწარმოებს.

შიდა გაყიდვების გარდა, კომპანიის პროდუქცია Made In Azerbaijan-ის ბრენდით ექსპორტზე რუმინეთში, მოლდოვასა და ახლა უკვე საქართველოში გადის. მთლიანობაში ამ ქვეყნებში 250 000-ზე მეტი ბოთლი გაიყიდა.

წყარო: BPN

Print