თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3703-მდე გაიზარდა
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 3703-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის ტელევიზიის ეთერში საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იუნუს სეზერმა განაცხადა.

„დაღუპული 3703 ადამიანია, დაშავდა 22 286 ჩვენი მოქალაქე" ,
- განაცხადა სეზერმა.

ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ თურქმა სამართალდამცავებმა დაადგინეს 135 „ექაუნთი“, რომლებიც მიწისძვრის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ.

„თურქეთის უშიშროების გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად გამოვლინდა 135 ანგარიში, რომლებიც აქვეყნებდნენ პროვოკაციულ და ცრუ „პოსტებს“ მიწისძვრის შესახებ სოციალურ ქსელებში“
,- ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები