თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 4 544-მდე გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 4 544-მდე გაიზარდა.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 26 721 ადამიანი დაშავდა.

ბოლო მონაცემებით, ორ ძლიერ მიწისძვრას თურქეთში 435 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი შესაძლოა, 23 მილიონზე მეტი იყოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები