მარნეულში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
დღეს, 8 მარტს, მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციის დასაწყისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელმა, მარიამ სამხარაძემ შეკრებილებს გააცნო ქალთა მოძრაობის მანიფესტი რუსული კანონპროექტისა და ტოტალური კონტროლის დამყარების წინააღმდედ. „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ „არა რუსულ კანონს“ - ეს ძირითადი მესიჯები გაჟღერდა აქციაზე.

„მე დღეს ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მე ვარ სამაჩაბლოდან დევნილი, რომელიც რუსეთის ოკუპაციის შემდეგ, 8 აგვისტოს შემდეგ ვცხოვრობ მარნეულში. ჩემი ცენტრი, აქ დაარსდა უცხოეთიდან შემოსული გრანტებით. შაუმიანის დევნილთა სათემო ცენტრში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ გაძლიერების და სწავლის. ეს ყველაფერი, რომ არა არ ვიცი რა იქნებოდა. არ მინდა მე რუსეთი, არა რუსულ კანონს. ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ევროპულ ღირებულებებს“ - ამბობს შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ოქროპირიძე

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესო აქციას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.



„გუშინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც აძლევს სახელმწიფოს შესაძლებლობას ტოტალურად აკონტროლოს არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი, ვინც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის. მარნეულში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება რომელიც ფინანსდებოდა და აფინანსებს ევროკავშირი. 76-მა მოღალატემ მიიღო კანონი, რაც არის დიდი სირცხვილი, ეს არის პირდაპირ რუსული კანონი“ -
ამბობს რაშან ზიადალიევი

7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ქართული ოცნებიდაბ ფორმალურად გამოყოფილი "ხალხის ძალის" კანონპროექტს "უცხოური გავლენის აგენტის" შესახებ.

76 მომხრე და 13 წინააღმდეგი - ამ შედეგით დასრულდა კანონპროექტის პირველი მოსმენა.

პარლამენტის სხდომის პარალელურად მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა აქცია რუსული კანონის საწინააღმდეგოდ. სხდომის დასრულების შემდგომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები