საჯარო სკოლის დირექტორობის 755 მსურველმა წარმატებით გაიარა
ტესტირების ეტაპი და გასაუბრების ეტაპზე გადავიდა.
განათლების სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა გასაუბრებების განრიგი,
რომლის მიხედვითაც გასაუბრებები კანდიდატებისთვის 20 მარტიდან
დაიწყება და 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
2022-23 წლებში სერტიფიცირებისთვის სულ დარეგისტრირდა 3 205
დირექტორობის მსურველი, მათგან საერთო ჯამში ტესტირებაზე სულ 1841
პირი გავიდა.
2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 991 სერტიფიცირებული
დირექტორია.
ქვეყანაში 2086 საჯარო სკოლიდან დღესდღეობით 9 სკოლას ჰყავს
დირექტორი, 2077 საჯარო სკოლას კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ხელმძღვანელობს.
სკოლის დირექტორების უფლებამოსილების ვადა 2020 წლის სექტემბრიდან
ეტაპობრივად ამოიწურა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მათ, ვისაც
უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, დირექტორის მოვალეობის
შემსრულებლებად გადანიშნეს.