საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო
თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით, 21.2%-ით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1 773.7 ლარი
შეადგინა.
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2017-2022 წლებში.
წყარო: საქსტატი
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა
შემდეგ დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 672.6 ლარი (გაიზარდა 61.8%-ით);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 726.7 ლარი (გაიზარდა
12.1%-ით);
მშენებლობა — 2 535.8 ლარი (გაიზარდა 14.8 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 455.1 ლარი
(გაიზარდა 15.1%-ით).
2022 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი — 1 411.7 ლარით,
ხოლო კაცების 2 123.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ
ქალებში 258.0 ლარი (22.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში — 355.3 ლარი
(20.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის
ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. ბიზნეს სექტორში საშუალო
თვიური ხელფასი 313.2 ლარით (19.6%) გაიზარდა და 1911.1 ლარი
შეადგინა. არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური
ხელფასი 272.4 ლარით (21.8%) გაიზარდა და 1 523.0 ლარი
შეადგინა.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში თბილისი და
მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს.