დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარებას ქრთამით ცდილობდა
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უწყებამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელმაც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, „მომსახურების სააგენტოს“ თანამშრომელს ქრთამი გადასცა.

უწყების განცხადებით, სააგენტოს თანამშრომელმა აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინა და ბრალდებული იმავე დღეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით დააკავეს (მოხელისთვის ქრთამის მიცემა). ბრალი დამტკიცების შემთხვევაში სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,
რომ 17 მარტს, ბრალდებულმა, ქუთაისში მდებარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოში“, მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, ამავე სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამის სახით თანხა გადასცა.

სააგენტოს თანამშრომელმა, აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს“
— ნათქვამია განცხადებაში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები