ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის 3 შემთხვევა დადასტურდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის განცხადების სამივე შემთხვევაში, ვირუსი ძაღლს დაუდგინდა და აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა

„გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით ხვალ, 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაყვანა. აღნიშნულიდან გამომდინარე , ხვალ არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი“
— ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: ნეტგაზეთი

Print