საქართველოს ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის წესის
დარღვევისთვის მიმდინარე წელს ვალუტის გადამცვლელი 60 პუნქტი
დააჯარიმა. სრულად 2022 წლის განმავლობაში კი 140.
2023 წელს ჯარიმის ჯამურმა მოცულობამ 617 000 შეადგინა.
წელს იგივე ზედამხედველობის ფარგლებში რეგულატორმა 2 კომერციული ბანკი
და 3 მიკრო საფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი
2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით,
პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით
დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და
ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების
შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული
ანგარიშგებები.