მარნეულში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნა (ფოტო)
დღეს, 21 მარტს, მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღინიშნა. ღონისძიება მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც მოეწყო საგამოფენო პავილიონები.

ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების, საკონდიტრო ნაწარმის, ყვავილების გამოფენა - გაყიდვა


აზერბაიჯანულ ეთნო კუთხეში გაიმართა მცირე პერფორმანსი აზერბაიჯანული თეატრის მსახიობების მიერ.


ჩატარდა აზერბაიჯანული კულინარიის მასტერკლასები .

მარნეულს ესტუმრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

გაიმართა სხვადასხვა სპორტული აქტივობებიც.


წელს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული გალა-კონცერტით არ აღინიშნა.

ფორმატის შეცვლას მერია თურქეთში მომხდარი სტიქიური მოვლენით ხსნის.

"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია. სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა - სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ.

21 მარტამდე, ნოვრუზ ბაირამს ოთხი ჩერშენბე უძღვის წინ ყოველი კვირის სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების იდენტობის ნაწილია „ჩერშენბე“ უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს, მიწას და ცეცხლს.

აღსანიშნავია, რომ ნოვრუზის აღნიშვნის უძველესი წესის აღწერას „ვეფხისტყაოსანშიც“ ვხვდებით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები