მუხიანში ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი კაცი იპოვეს
თბილისში, მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი კაცი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ლიფტში ცეცხლის კვალიც აღინიშნებოდა. კაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ადგილზე უკვე იმყოფება პოლიცია და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები