მუხიანში, ლიფტში კაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მუხიანში ლიფტში კაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გუშინ მუხიანის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში კაცის ცხედარი იპოვეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ცხედართან ახლოს იყო ცეცხლის კვალიც. ამ უკანასკნელს ადასტურებს შსს-ს დღევანდელი განცხადება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,“ – წერს უწყება და დასძენს, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე, რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები