აზარტული თამაშები 1.4 მლნ ადამიანს აეკრძალა - ფინანსთა მინისტრი
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 1 457 625 პირი" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის დროს განაცხადა.

"2022 წლის პირველი მარტიდან ძალაში შევიდა სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 1 457 625 პირი. დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901 პირი. აქედან, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 34 პირი საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე კი 4 867 პირის განაცხადი დარეგისტრირდა"
- განაცხადა ხუციშვილმა.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები