ცნობილია, სად მიდის 3 დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
„იმედის“ საინფორმაციო გამოშვების „ქრონიკის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ, გიორგი ხელაშვილი კი მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.

ჩაჩიბაიას და იობაშვილის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. რაც შეეხება ხელაშვილს მასთან დაკავშირებით ინფორმაციას პარლამენტში ჯერ არ ადასტურებენ.

აღნიშნული დეპუტატების მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაზე ინფორმაცია რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება. თუმცა „ქართული ოცნების“ ლიდერები მათ წასვლაზე ინფორმაციას არ ადასტურებდნენ და ამბობდნენ, რომ თუ რამე ცვლილება იქნებოდა, ეს „გუნდის შიგნით“ მოხდებოდა.

ჩაჩიბაია, ხელაშვილი და იობაშვილიც ის დეპუტატები არიან, რომელთაც რუსულ კანონპროექტისთვის მხარი არ დაუჭერიათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები