ვაშლის სეზონზე, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე,
საქართველოდან ექსპორტზე 6 300 ტონა ვაშლი გავიდა, ეს კი 17%-ით მეტია
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საექსპორტო ფასები არ შეცვლილა, ამიტომ მოგებამ 17%-ით მოიმატა.
თუმცა, EastFruit-ის ანალიტიკოსები აქვე აღნიშნავენ, რომ კურსის
ცვალებადობა და ინფლაცია ამ წარმატებას აფერმკრთალებს.
აღნიშნული რიცხვი სიდიდით მეორეა უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში.
უკეთესი მაჩვენებელი იყო 2020 წელს, რაც გამონაკლისად სახელდება -
პანდემიამ და უამინდობამ აიძულა მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა -
რუსეთი, დიდი მოცულობით შეეძინა სასოფლო პროდუქტები.
ვაშლის ექსპორტის მთლიანმა ღირებულებამ სექტემბერ-თებერვალში 4
მილიონი დოლარი შეადგინა, წინა სეზონის ანალოგიური პერიოდის 3,4 მლნ
დოლარის წინააღმდეგ. ლარში ექსპორტის ჯამური ღირებულება მიმდინარე
სეზონზე 11 მილიონია, რაც 3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. მაგრამ
იმ საქონლისა და მომსახურების ოდენობით, რაც მას შეუძლია შეიძინოს, ეს
შემოსავალი ჯერ კიდევ 6%-ზე ნაკლებია წინა სეზონში მიღებულ
შემოსავალთან შედარებით.