2023 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის
სახით 569,773 ლარი შევიდა, ეს კი თითქმის 5,5-ჯერ მეტია წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე)
ვკითხულობთ, 2022 წლის 2 თვეში უბილეთო მგზავრობის გამო დაჯარიმებული
პირებისგან ბიუჯეტში 102,655 ლარის აკუმულირება მოხდა.
რაც შეეხება 2022 წლის სრულ მონაცემს, უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის
სახით 2 294 426 ლარი შევიდა.
ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით
უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში,
თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი
- 40 ლარი.