უბილეთო მგზავრების ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა 5,5-ჯერ გაიზარდა
2023 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 569,773 ლარი შევიდა, ეს კი თითქმის 5,5-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, 2022 წლის 2 თვეში უბილეთო მგზავრობის გამო დაჯარიმებული პირებისგან ბიუჯეტში 102,655 ლარის აკუმულირება მოხდა.

რაც შეეხება 2022 წლის სრულ მონაცემს, უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 2 294 426 ლარი შევიდა.

ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.
წყარო: BPN

Print