ბელიაშვილის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე გამთენიისას მამაკაცი მოკლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე განუცხადეს, მოკლული 60 წლამდე მამაკაცია.


არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღით არის ჩადენილი. ამასთან, გავრცელებული ცნობით, დანაშაულში ეჭვიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები