შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს შევიწროებას — დეგნანი
„გადაწყვეტილების მიმღებია ქართველი ხალხი და ჩვენ ეს ძალიან კარგად დავინახეთ 2 კვირის წინ, როდესაც საქართველოს 100 000-ზე მეტი მოქალაქე გამოვიდა მშვიდობიანი პროტესტით ევროპული არჩევანის დასაცავად“, — განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან” ინტერვიუში დადებითად უპასუხა ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის კითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, ასევე დასძინა, რომ უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, თუ სად მიიღება მთავარი გადაწყვეტილებები და მონაწილეობს თუ არა ამ პროცესში ივანიშვილი.

დეგნანმა თქვა, რომ ის ახალქალაქში იმყოფებოდა და პრეზიდენტის ინტერვიუ არ უნახავს. კითხვაზე, კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის კონტექსტში ხედავს თუ არა დეოლიგარქიზაციის და ბიძინა ივანიშვილის როლს, კელი დეგნანმა უპასუხა, რომ სტატუსის მიღება დამოკიდებულია საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

„ეს დამოკიდებულია ყველაზე, პარტნიორებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ინკლუზიურობაზე, რეფორმებზე, რომლებიც დღეს არ დაწყებულა და გარკვეული პროგრესი სახეზეა, თუმცა უფრო მეტი არის გასაკეთებელი. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პროექტი, არამედ მთლიანად საქართველოს მოქალაქეების პროექტია. ყველამ უნდა შეწყვიტოს ამდენი დროის ხარჯვა ერთმანეთთან დაპირისპირებაში და მეტი დრო უნდა დახარჯონ 12 რეკომენდაციის არა — ზედაპირულად, არამედ შინაარსობრივად შესრულებაზე. ქართველი ხალხი ერთგულია ევროპული არჩევანის და იმედია, რომ ხელისუფლება მოუსმენს ხალხს“, —
განაცხადა დეგნანმა.

ის ასევე გამოეხმაურა ფაქტს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ გამორიცხა „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას შეწყალება.

„ეს მთლიანად პრეზიდენტის გადასაწყვეტია. მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. და აქ, საქართველოში, სადაც ჩვენ ვხედავთ მედია სივრცის შევიწროებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გზავნილია დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა ხედვასთან დაკავშირებით და არა ერთი და იგივე ხედვა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ მედიაგარემოს შევიწროებას, არსებობს რისკი, რომ საზოგადოებას არ მიუწვდებოდეს ხელი სხვადასხვაზე ხედვაზე, რაც საჭიროა ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ექნება ძლიერი დამოუკიდებელი მედია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმი
ერი დემოკრატიისთვის და განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი დემოკრატიისთვის, რომელიც ცდილობს თავისი ინსტიტუტების შექმნას“, — განაცხადა დეგნანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ეს ღია საკითხია“.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები