ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებაზე: ეს ღია საკითხია
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, “TV პირველზე” ინტერვიუს დროს ჰკითხეს, შეიწყალებს თუ არა „მთავარ არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას.

„რას გავაკეთებ ამაზე არც კის ვამბობ და არც არას”
– განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, “ეს ღია საკითხია”.

„პრეზიდენტს არ შეიძლება რომ ჰქონდეს პირადი წყენა და მე მგონი, რომ ამის მაგალითი სამი უკვე მქონდა – ოქრუაშვილი, რურუა, უგულავა.

ამიტომ ეს არის ღია საკითხი. ერთადერთი შემაფერხებელი არის ის რეკომენდაციები თუ ზეწოლები თუნდაც ევროპარლამენტარების რეზოლუციები.

მათ ვუთხარი პირდაპირ, რომ პატარა ქვეყანა, რომ ვართ ეს არ ნიშნავს, რომ ნება აიღონ თავიანთ თავზე და ისეთი გზავნილი იყოს ჩემზე პიროვნულად, რომ მოდით და ვიღაცა შეიწყალეთ. ამის უფლება არავის არ აქვს, არცერთი ქვეყნის მიმართ. იმიტომ, რომ ეს არის არის არანაკლები თანასწორი ქვეყანა როგორც სხვები და პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება

[ხელმოწერები და თხოვნები] პირიქით მოქმედებს ჩემზე, რადგან ეს უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილება.

ვაფასებ მის [გვარამიას] პოზიციას. რაც იქნება და როგორც იქნება გეტყვით თავის დროზე.”
- განაცხადა ზურაბიშვილმა.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები