საქართველოში, 2023 წლის თებერვალში წლიურად საკვებ პროდუქტებს შორის
ყველაზე მეტად ხახვი გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ფასები
აღნიშნულ პროდუქტზე 118,4%-ით გაიზარდა.
ფასების ზრდასთან ერთად, მოიმატა იმპორტმაც. 2023 წლის იანვარსა და
თებერვალში საქართველოში 2.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6 474 ტონა
ხახვი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 1.6 მლნ აშშ
დოლარის 4 754 ტონა ხახვი.
„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მიმდინარე
წლის ორ თვეში საქართველომ ხახვი იყიდა:
- რუსეთი - 1.3 მლნ აშშ დოლარის 3 547
ტონა
- აზერბაიჯანი - 703.6 ათასი აშშ დოლარის 1 869
ტონა
- თურქეთი - 376.6 ათასი აშშ დოლარის 953.3
ტონა
- ჩინეთი - 43 ათასი აშშ დოლარის 56.5
ტონა
- ირანი - 23.8 ათასი აშშ დოლარის 42
ტონა
- ნიდერლანდები - 12.4 ათასი აშშ დოლარის 7
ტონა